რატომ ირჩევენ კლიენტები „ასპრია სიიდსის“ ჰიბრიდებს?

ინოვაციურობა ბაზარზე

  • ჩვენ შევძელით მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოზიდვა თესლის გენეტიკის დარგში და მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ჩვენს პროცესებში;
  • ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვფლობთ სელექციურ ნაკვეთებს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში;
  • ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით დროს და ყოველწლიურად მსოფლიო სელექციური განვითარების პიკზე ვთავაზობთ ახალ ჰიბრიდებს;
  • ჩვენ ყოველწლიურად დიდ ძალისხმევას ვდებთ ბაზრისათვის ახალი წინადადებების განვითარების მიზნით;

თესლების დაცვა

  • სათესლე ბაზარზე ფალსიფიცირების ხანაში ჩვენ ვდებთ თანხებს ჩვენი თესლების გაყალბებისაგან დაცვის მიზნით;
  • განურჩევლად მისი პროდუქტისა, „ასპრია სიიდსის“ თითოეული შეფუთვა გაყალბებისაგან დაცულია სამი საფეხურით;
  • ჩვენი კლიენტების დაცვის მიზნით, ვამუშავებთ სადღეღამისო მხარდაჭერის სამსახურს;

გენეტიკური სიწმინდე

  • ჩვენთან მუშაობენ ფრანგი პროფესიონალი გენეტიკოსები, რომლებიც მრავალი წელია ამტკიცებენ თავიანთ პირველობას სელექციურ სამსახურში;
  • ჩვენი თესლები პასუხობენ ხარისხის ყველა საერთაშორისო სტანდარტებს;
  • თითოეულ ჰიბრიდს აქვს თავისი ისტორია და განვითარების საკუთარი გზა, რომელიც დასტურდება ფიქსირებული ტექნიკური მაჩვენებლებითა და შედეგებით;
  • თითოეულ პარტიას აქვს ხარისხის სერტიფიკატი და წარმოშობის დამადასტურებელი სათანადო საბუთი;
  • თესლების თითოეული პარტიიდან ითესება ცალკე მინდორზე ჰიბრიდის ხარისხის დაკვირვების მიზნით;

კლიენტებთან მუშაობა

  • ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს კლიენტებთან პირდაპირ და ასევე ჩვენი პარტნიორების ქსელის მეშვეობით;
  • ჩვენი კონკურენტებისაგან განსხვავებით, ჩვენი კომპანია სწრაფად რეაგირებს კლიენტის მხრიდან ნებისმიერ მოთხოვნაზე;
  • მხარდაჭერის სამსახური მუშაობს სადღეღამისო რეჟიმში;
  • ჩვენს ჰიბრიდებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია უფასოდ, როგორც ტელეფონით, ისე ადგილზე მისვლით;
  • ყოველწლიურად ჩვენ ვაბარებთ საჩვენებელ მინდვრებს 300-ზე მეტ ფერმერს ჩვენი ჰიბრიდების პრეზენტაციის მიზნით, სადაც ვატარებთ სემინარებს და დაწვრილებით ინფორმაციას ვაწვდით ჩვენი თესლების თავისებურებების შესახებ;

ინტერაქტიულობა და გახსნილობა

  • ჩვენი ჯგუფის საიტებზე თქვენ ყოველთვის გაქვთ საშუალება გაეცნოთ სიახლეებს, ასევე მოგვმართოთ კითხვებით და მიიღოთ პასუხი ჩვენი კომპანიის სხვადასხვა სპეციალისტისგან;
  • ჩვენი და ByFrederic-ის ჯგუფის კომპანიების საიტები მუშაობენ მაქსიმალური ინფორმაციულობისა და გახსნილობის პრინციპით;
  • აგრეთვე შეგიძლიათ საიტის მეშვეობით შეუკვეთოთ, ან გადაიხადოთ „ ასპრია სიიდსის“ თესლების გადასახადი;
  • ჩვენი გადაგზავნის სიაში თქვენი ელექტრონული მისამართის დამატებით თქვენ მუდმივად იმყოფებით მსოფლიო სათესლე ბაზრის მოვლენების კურსში;
  • საიტზე შეგეძლებათ ჰიბრიდებთან დაკავშირებით ჩვენი კლიენტების კომენტარებისა და შეფასებების წაკითხვა;

საფასო პოლიტიკა

  • ჩვენი მიზანია – გრძელვადიან საფუძველზე სანდო და წარმატებული კლიენტების შეძენა. ამ პრინციპიდან გამომდინარეობს ჩვენი საფასო პოლიტიკა;
  • ფასების ცვლილება დამოკიდებულია მიწოდების ვადებსა და მოცულობებზე;
  • ბაზარზე ჩვენი მუდმივი კლიენტები სარგებლობენ მთელი რიგი პრეფერენციებით;
  • ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც დაეხმარება კლიენტებს თესლების შეძენაში სპეციალური ვექსელების, საკრედიტო და სხვა შეთავაზებების საშუალებებით;